ეპიზოდი V – ასქატოლოგია

Episode V – Eschatology

რა არის ესქატოლოგია?

რატომ არის მნიშვნელოვანი იოანე ზიზიოულასის თეოლოგიური მოღვაწეობა და რა კავშირი აქვს მას ჟაკ ლაკანის თეორიასთან?

დეკანოზ გიორგი წეროძესთან ერთად ვსაუბრობთ ესქატოლოგიაზე, სამებაზე, თანაზიარებაზე და ვამიწებთ მათ მორწმუნეობის ყოველდღიურობაში.

ეპიზოდი IV – მედიტაცია

Episode IV – Meditation

რა არის მედიტაცია?

რა კავშირია ენას, იდენტობას და მედიტაციას შორის?

გიორგი ბერძენიშვილთან ერთად ვსაუბრობთ მეიტაციის ფილოსოფიურ, ფსიქოანალიტიკურ და სოციალურ განზომილებებზე

ეპიზოდი III – მამის ფუინქცია

Episode III – Paternal Function

რაში მდგომარეობს მამის ფუნქცია?

დღეს მამის ფუნქციის კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა ცვლილებებთან გვაქვს საქმე და როგორ არის შესაძლებელი ქაოსის დამიწება სიმბოლურ წესრიგში და სუბიექტად ჩამოყალიბება.

ეპიზოდი II – ნარკოდამოკიდებულება

Episode II – Addiction

რამ გამოიწვია ნარკოდამოკიდებულების ეპიდემია?რა არის მისი რეალური მიზეზი?

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ჟაკ ლაკანის თეორია გაგვცემს ამაზე სიღრმისეულ პასუხს. როგორ შეიძლება მისი მკურნალობა და რითი განსხვავდება ფსიქოანალიტიკური მიდგომა რელიგიური და დამსჯელობითი მიდგომებისგან?

ერთად ვეძებოთ უსაფრთხო მიწა ნარკოდამოკიდებულების დაძლევად.

ეპიზოდი I – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

Episode I – ADHD

იქნებ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი არ არის მხოლოდ ნევროლოგიური დაავადება, არამედ უფრო ღრმა კულტურული და ფსიქიკური სტრუქტურის დინამიკური ანარეკლია?

დამიწების პირველი ეპიზოდი ეცდება ამ კითხვას გასცეს პასუხი და შემოგთავაზოთ ADHDს დამიწების გზა.

საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრების მოსმენა!

ადიქციის საკითხი ლაკანის თეორიის ჭრილში


ზიგმუნდ ფროიდი თავის წიგნში „კულტურით უკმაყოფილება“ (1) აღნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანი არის პროტეზების ანუ გარე დამხმარე საშუალებების ღმერთი, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი ვერ აღწევს ბედნიერებას, ვერ ახერხებს ამ გარე ორგანოების თავის სხეულში ინტეგრირებას და ისინი მისთვის უცხო სხეულებად რჩებიან. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შექმნა მრავალი ასეთი პროდუქტი, რომელთაც ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ნარკოტიკული და ტექნოლოგიური ადიქციების მასობრივი ხელმისაწვდომობაც სამეცნიერო და ინდუსტრიული პროგრესის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. შეიძლება ითქვას რომ ეს ადიქციები ახალი რეალობის ვერ მოხელთებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის გამოძახილია.
ნიშანდობლივია, რომ ადიქცია უძველესი ფენომენია, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში იგი გადაიქცა ერთ-ერთ მთავარ გლობალურ ეპიდემიად, რომელიც ეპოქალური ცვლილებების ფონზე სწრაფად პროგრესირებს.

Continue reading “ადიქციის საკითხი ლაკანის თეორიის ჭრილში”